пятница, 30 сентября 2016 г.

ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში

მოდული 1


კურსის მონაწილეთა გაცნობა,ტრენერმა გააცნო
 კურსის მიზანი,შედეგები,განრიგი,საორგანიზაციო საკითხები,მუშაობის ფორმები,სამუშაო წესები,მონაწილეთა შეფასების საკითხები.ისტის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერ დაწესებულებაში წინსვლა და პროგრესი ჩემი აზრით

,ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში დიდ გავლენას ახდენს  საკლასო ოთახში,მისი გამოყენებით გაკვეთილი უფრო საინტერესოა და მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან ახალი მასალის შესწავლისათვის
                                                                                                                                                                    მოდული 2
    დღე 1: მოცემულ დღეს გავეცანით და
 შევისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვა,რომელიც მოიცავს ABC მოდელს
    დღე 2:  ისტის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში გულისხმობს ტექნოლოგიებით გამდიდრებულ გაკვეთილს.ჩემი გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვარჩევ  კომპიუტერულ პროგრამას,რომელიც ხელს უწყობს სწავლებას საკლასო ოთახში.
  ვარჩევ საჭირო მასალებს და რესურსებს გაკვეთილის უკეთ წარმართვისათვის.ჩემს საგანში(ინგლისური) ხშირად ვიყენებ (youtube)-ს,ვძებნი თემის შესაბამის სურათებს 
,რის შედეგადაც გაკვეთილი ხდება საინტერესო.
   დღე 3: მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ გავეცანით და ვისწავლეთ სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS POWER POINT-ში.ნებისმიერი პრეზენტაციის 
 მიზანია ინფორმაციის მიწოდება.პრეზენტაცია შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგნ:1)ზეპირი და 2)ვიზუალური,ორივე კომპონენტის მომზადება და სინთეზირება სერიოზულ მზადებასა 
მოითხოვს.პრეზენტაციის ძირითადი საფეხურებია:1)საპრეზენტაციო თემის დამუშავება
                         2)აუდიტორიის შესწავლა
                         3)პრეზენტაციის მიზნის განსაზღვრა და მკაფიოდ ჩამოყალიბება
                         4)გეგმის/სცენარის შემუშავება,რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად   ნაწილს:შესავალი,ძირითადი ნაწილი,შეჯამება და დახურვა.
                         5)ვიზუალური საშუალებების შერჩევა
                         6)სლაიდების მომზადება
                         7)რეპეტიცია
                         8)საპრეზენტაციო გარემოსა და ტექნიკური საშუალებების მომზადება
                         9)პრეზენტაციის წარმართვა
                       10)უკუკავშირის მიღება აუდიტორიიდან
   დღე 4: პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები:შესავალში უნდა ვუთხრათ აუდიტორიას რის თქმას ვაპირებთ,დასკვნაში მოკლედ მიმოვიხილოთ რა ვუთხარით აუდიტორიას.პრეზენტაცია საჭიროა გაკვეთილის ახსნისას,განვლილი მასალის შეჯამებისას და დავალების მიცემისას.პრეზენტაცია მოსწავლეებში ავითარებს დამოუკიდებელ  აზროვნებას,რის შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად ეძიებენ საჭირო ინფორმაციას და თემას ავსებენ სხვსდასხვა სურათებითა და ვიდეო მასალებით.
                      
   დღე 5 :მოცემულ დღეს გავეცანით ვირტუალურ ლაბორატორიას,რომელიც ახდენს რეალური მოვლენების იმიტაციას კომპიუტერის საშუალებით.ის ხელს უწყობს მომხმარებელს,აღიქვას და შეისწავლოს მოვლენა რეალურ გარემოში დაკვირვების გარეშე.ისეთ საგანში,როგორიცა
  მათემატიკაა,ვირტუალური ლაბორატორია შეიძლება მათემატიკური ობიექტების შესასწავლად გამოვიყენოთ.ასევე გავეცანით ელექტრონულ თამაშებს,რომელსაც დღევანდელ ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია სასწავლო გარემოში.
     ელექტრონული თამაშები თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს განუყოფელი ნაწილია.საგანმანათლებლო თამაშები ავითარებს შემეცნებით,სივრცულ და მოტორულ უნარებს და ხელს უწყობს ისტის უნარების გაუმჯობესებას.კომპიუტერული თამაშები ტექნიკურად სხვადასხვა ფორმატში შეიძლება იყოს წარმოდგენილი,კერძოდ,CD-ზე ან DVD-ზე.ბოლო დროს სულ უფრო მეტი თამაში მოიპოვება ინტერნეტში და მათ გამოსაყენებლად მხოლოდ ინტერნეტ-ბრაუზერია საჭირო.
   ასევე გავეცანით აუდიო  და ვიდეოსაშუალებების ეფექტიან გამოყენებას სასწავლო პროცესში.ხშირად ვიყენებ  შემდეგ  აუდიო და ვიდეო ტექნიკებს:კასეტის აუდიომაგნიტოფონი,CD-ფლეიერი,DVD-ფლეიერი,კომპიუტერი,პროექტორი
  დღე 6: მოცემულ დღეს გავეცანით მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვას.ერთკომპიუტერიან კლასში ჩასატარებელი გაკვეთილების დროს უნდა გავითვალისწინოთ,რომ თუ ერთი კომპიუტერით ყველა მოსწავლე რიგ-რიგობით ისარგებლებს,სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეიძლება ძალიან დიდი აღმოჩნდეს.
      მრავალკომპიუტერიან კლასში გაკვეთილების მომზადება და ჩატარება გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა,მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად,გადავანაწილოთ კომპიუტერებთან და მივცეთ საშუალება შექმნან საკუთარი პროექტები და ჩაერთვნონ სხვადასხვა ღონისძიებებში.შევეცადოთ დავაკომპლექტოთ შერეული გუნდები განსხვავებული აკადემიური  და სოციალური შესაძლებლობების  მქონე მოსწავლეებისაგან.ამ დღეს შევქმენით თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ ჩვენი ბლოგი,რის შემდეგაც  ჩვენი გაკვეთილის გეგმები და გეგმის შესაბამისი პრეზენტაცია ავტვირთეთ   მასზე.
 დღე 7:ამ დღეს გავეცანით შეფასების ფორმებს:მიმდინარე,განმავითარებელი,განმსაზღვრელი და შემაჯამებელი.თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი გაკვეთილის შესაბამისი შეფასებისა და მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკები და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
  დღე 8:ამ დღეს გავაგრძელეთ შეფასების ფორმების  და ინდივიდუალური გაკვეთილების(სხვადასხვა საგნებში) შეფასების რუბრიკების  ატვირთვა.ჯგუფური მუშაობის შემდეგ ჩემმა  ჯგუფმა წარმოვადგინეთ ისტის გაკვეთილის შეფასების რუბრიკა და ვიმსჯელეთ თემის ირგვლივ.
    მოდული 3-4
  მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ ტრენერმა გაგვაცნო სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით და გვესაუბრა მის მნიშვნელობაზე.ტრენინგის მონაწილეები დაგვყო ორ ჯგუფად და მოგვცა დავალება შეგვექმნა თავისუფალი თემის პროექტი ისტის გამოყენებით,ორივე ჯგუფმა წარმოვადგინეთ პროექტი და გავაკეთეთ პრეზენტაცია..ვიმსჯელეთ პროექტის შესახებ შედგენის სწორ და არასწორ ფორმებზე.გავეცანი პროფესიულ განვითარებას ისტის გამოყენებით. 

Комментариев нет:

Отправить комментарий